პ რ ო ე ქ ტ ი : მცენარის ცხოვრების გზა
პ რ ო ე ქ ტ ი
თემა: მცენარის ცხოვრების გზა
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან
მცენარეების მოვლას, მიეჩვევიან მათზე დაკვირვებას და პრაქტიკულად დაინახავენ სიცოცხლის გამოვლინებას.მიზანი: აღმონაცენის ზრდაზე დაკვირვება და სიცოცხლის გამოვლინების დანახვა.
მოსწავლეებმა შეძლონ გააცნობიერონ ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებები.
შედეგი: მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები.
ირჩევს ობიექტს, ასრულებს ინსტრუქცია, აკვირდება
კონკრეტულ სასიცოცხლო გამოვლინებას (მაგ. აღმონაცენის ზრდა) და აღრიცხავს შედეგებს. აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე დამოკიდებულებას.
მონაწილეთა ასაკი: 8 წლის
ვადები: 1 ოქტომბრიდან 1დეკემბრამდე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კვანტალიანის ,, ბუნების“ სახელმძღვანელო, ფოტოაპარატი, ,,ბუკი,“ ნიადაგი, ბამბა, ხორბლისა და ლობიოს თესლი, ჭურჭელი, სადაც დავთესას
სასწავლ პროექტის მსვლელობა:
თემის შერჩევა მოსწავლეთა მონაწილეობით.
გავაცნობ პროექტის გეგმას.
ვინაიდან კლასში მყავს ხუთი მოსწავლე, დავალებებს ვანაწილებ თითოეულზე ინდივიდუალურად.
შევაგროვებთ ყველა საჭირო მასალას, რაც დაგვჭირდება თესლის დასათესად, მოსავლელად, დასაკვირვებლად.აწარმოებენ დაკვირვებას აღმონაცენზე და მის ზრდაზე, აკეთებენ ჩანაწერებს,ამასთან ერთად ინტერნეტში მოიძევენ საჭირო ვიდეომასალას ან ფოტოებს. ამ ყველაფერს პრეზენტაციას ვუკეთებთ ,,powerpoint“-ში.
პროექტის დასრულებისას ვაკეთებთ პრეზენტაციას.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია დიასამიძე
Комментарии
Отправить комментарий