პროექტი. ,,პინოქიოს თავგადასავალი"
II კლასი.
პროექტი: ,,პინოქიოს თავგადასავალი"
სასწავლო პროექტი:
სასწავლო პროექტი:
"პინოქიოს თავგადასავალი"
პროექტის სახელწოდება: კარლო კოლოდი ლიტერატურული ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“.
პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებმა მოიძიონ ინფორმაცია:
ა) ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის - შესახებ;
ბ) კარლო კოლოდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ;
გ) წაიკითხონ ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“.
პროექტის აქტუალობა: წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება.
პროექტის მიზნები: წარმოდგენა შეექმნათ ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის _ წარმოშობისა და გავრცელების შესახებ; განასხვავონ ხალხური და ლიტერატურული ზღაპარი; გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ზღაპრის პერსონაჟების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი (II კლასი).
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე (იანვარი - თებერვალი).
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს უღვივდებათ ინტერესი ზღაპრისადმი; ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას ზღაპრის წარმოშობის შესახებ; ეცნობიან კარლო კოლოდის ბიოგრაფიას. მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ქმნიან სიუჟეტურ პლაკატს „პინოქიოს თავგადასავალი“.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კარლო კოლოდის ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“, ზღაპრის მიხედვით შექმნილი ნახატი- ფილმი, ინტერნეტში ჩართული ნეთბუქები, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები, წებო, მაკრატელი.
პროექტის მსვლელობა: ვკითხულობთ ზღაპარს და ვარჩევთ წაკითხულს; ვმსჯელობთ პერსონაჟების საქციელზე; ვხატავთ ილუსტრაციებს ზღაპრის სიუჟეტიდან გამომდინარე; ვარჩევთ საინტერესო ეპიზოდებს და ვახდენთ მათ პრეზენტაციას.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად. ბავშვები ამზადებენ და წარმოადგენენ მასწავლებლის დახმარებითა და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს.
ინფირმაციის მოძიება/დახარისხება ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენება . პრეზენტაცია
პროექტის ხელმძღვანელი: მაია დიასამიძე

მოსწავლეთა ნახატები
მეორე კლასის მოსწავლეების ინტერესებისა და ესგ-ის შედეგების გათვალისწინებით, დავგეგმე სასწავლო პროექტი კარლო კოლოდის ლიტერატურული ზღაპარი. პროექტის მიზანი იყო ბავშვებისათვის წარმოდგენის შექმნა ლიტერატურული ჟანრის, ზღაპრის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ. ასევე, მიზნად დავისახე ბავშვებისათვის გამეგებინა განსხვავება ხალხურ და ლიტერატურულ ზღაპარს შორის. შეძლონ და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ზღაპრის პერსონაჟების შესახებ. გეგმის ჩამოყალიბებისას გავთვალისწინე და გავწერე მოსალოდნელი შედეგები, თუ რა შედეგი უნდა მიმეღო ამ პროექტის დასრულების შემდეგ. მოვიმარაგე პროექტის ჩატარებისათვის საჭირო რესურსები და ჩემი პატარებით გარსშემოხვეულმა, შევუდექი პროექტის განხორციელებას. ერთად წავიკითხეთ ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“. კითხვის დასრულების შემდეგ ბავშვებმა უპასუხეს კითხვებს, რომლებიც გაგვიჩნდა კითხვისას. ძალიან საინტერესო პასუხები მოვისმინე პატარებისაგან. ამის შემდეგ ერთად ვნახეთ ამ ზღაპრის მიხედვით გადაღებული ნახატი ფილმი. დიდი ინტერესით შესცქეროდნენ ჩემი პატარები ფილმს. გზადაგზა ვცდილობდით ტექსტის კითხვისას მოსმენილი ეპიზოდის შედარებას. ამ აქტივობის შემდეგ ბავშვებს შევტავაზე დაფიქრებულიყვნენ და დაეხატათ მათთვის საინტერესო პერსონაჟი ან ეპიზოდი ზღაპრიდან. ნახატის დასრულების შემდეგ ცალკეულად ისაუბრეს თუ რატომ დახატეს კონკრეტულად ეს პერსონაჟი/ /ეპიზოდი. ნახატები გამოვფინეთ კლასში. პროექტის დასასრულს ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი შემდეგშიც ასევე ემუშავათ მათ მიერ შერჩეულ ზღაპარზე.
რეფლექსია
მ. დიასამიძე
Комментарии
Отправить комментарий