შემოდგომის ფერები

 შემოდგომის ფერები

                პროექტი:  შემოდგომის ფერები


პროექტის სახელწოდება: შემოდგომის ფერები
პროექტის მთავარი იდეა: ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების და მასწავლებლის დახმარებით;
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, სადაც იგი პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს,გაუზიარებს მათ თანატოლებს, კონკრეტულად - დახატავს, გააფერადებს, ამოჭრის,ააწყობს, ამობეჭდავს შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ და ჯგუფურ ნამუშევრებს;
 აქტივობის მიზნები და შედეგები:
სეზონური ბუნებრივი მოვლენების  დახასიათება;
მარტივი მიზნობრივი ტექსტების აღქმა და შესაბამისად გაფორმება (ნახატებით, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნაკეთობების და კოლაჟის სურათებით და ა.შ.) ;
გარემოში საგნებზე, ობიექტებზე და მოვლენებზე დაკვირვება და შედეგის ასახვა ნამუშევარში;
შთაბეჭდილების და წარმოსახვის მეშვეობით ნამუშევრის შექმნა.
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
1. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
2. ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი,..) და აღწერს მათ.
3. ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას;
4. გამოხატავს შესაბამისი ფერით წელიწადის დროს და ამინდს.
მონაწილეთა ასაკი:  6-7 წელი;
 ვადები/ხანგრძლივობა: 8 თემატური ერთეული;
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მიეჩვევიან პრობლემაზე მუშაობას, პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს და გაუზიარებენ მათ სხვებს; თავად გააკეთებენ პრეზენტაციებს მათივე ნამუშევარზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ტყიდან მოტანილი ბუნებრივი მასალა ნაკეთობების შესაქმნელად, მოსწავლეთა მიერ მოტანილი სურათები კოლაჟისთვის, პრინტერი და თაბახის ფურცლები.

 მასწავლებელი ყოველთვის დაინტერესებული და  ორიენტირებული უნდა იყოს თითოეული მოსწავლის განვითარებასა და წარმატებებზე. ამის გათვა;ისწინებით, ესგ-ს შესაბამისად, თანამედროვე სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებით ვცდილობ, მოვარგო ჩემს მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტები და მათიინტერესებიდან გამომდინარე, ვუზრუნველყო მოსწავლის სწავლება. პროექტით სწავლება თანამედროვე სასწავლო გარემოში აქტუალური და შედეგიანია.მეც, დიდი მონდომებით ვცდილობ ფეხი ავუწყო თანამედროვე გამოწვევებს საგანმანათლებლო სფეროში და  სწავლებისას ვითვალისწინებ მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ამიტომაც ხშირად მივმართავ პროექტით სწავლას. ერთერთი ასეთი პროექტი გახლავთ „ შემოდგომის ფერები“.








Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი. ,,პინოქიოს თავგადასავალი"

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა