სოციალური პროექტი: ძილი და ჯანმრთელობა

 

 

სოციალური პროექტი: ძილი და ჯანმრთელობა


პროექტის აქტუალობა: დაწყებითი საფეხურის კლასებში მოსწავლეების უმრავლესობა, ჩემი დაკვირვებით, გასაუბრებით, გამოკითხვებით,  ვერ ერკვევიან, რას ნიშნავს  ჯანსაღი ძილი. შევატყვე, რომ   სკოლაში ხშირად გამოუძინებელი მოდიან,შედეგად მოთენთილები და პასიურები არიან. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ისინი შემეხვედრებინა ექიმთან, რომელიც აუხსნიდა ჯანსაღი ძილის მნიშვნელობას  ადამიანის  ცხოვრებაში.

პროექტის მონაწილენი: მეოთხე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 6 მოსწავლე

პროექტის ხელმძღვანელი: მაია დიასამიძე

პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა -06.11 - 21.11.2018 წ.

მიზანი: მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;

პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;

პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები:

ექიმთან შეხვედრამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები,

განვახორციელებ სხვადასხვა აქტივობებს.

 

აქტივობები

დრო

შემსრულებელი

შენიშვნა

1.

გამოკითხვა მშობლებთან ( რამდენი საათი ძინავს შვილს დღე-ღამის განმავლობაში, რამდენად მშვიდად და უშფოთველად ძინავს და ა. შ.)  და შვილებთან ( გიყვართ თუ არა ძილი, რამდენად სწრაფად იძინებთ, ძილის დროს შუქი თუ აქვს, რამდენად მოხერხებულად წევს და ა. შ.)

06.05

ასწავლებელი, მშობლები, მოსწავლეები

 

2

საუბარი სლაიდ-შოუს გამოყენებით ძილის დადებით და უარყოფით თვისებებზე, უძილობის და  ზედმეტი ძილის მიზეზები და უარყოფითი შედეგები/მხარე.

08.05

მასწავლებელი

 

3

ექიმთან შეთანხმება შეხვედრის თაობაზე

09.05

მასწავლებელი

 

4

შეხვედრა ექიმთან. საუბარი, კითხვა-პასუხი. დავეხმარები მას, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი პატარებისთვის. 

14.05

მასწავლებელი, ექიმი, მშობლები

 

5

ბავშვებთან ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას, დავაკვირდები, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.

17.05

მასწავლებელი

 

6

პროექტის შეჯამება.

შეადგინონ/გაწერონ დღის რეჟიმი ძილის იდეალური  ხანგრძლივობის გათვალისწინებით საათების მიხედვით. პრეზენტაცია.

21.05

მასწავლებელი

 

 


ექიმთან შეხვედრის შედეგად:

ბავშვები მიიღებენ მრავალ  სასარგებლო ინფორმაციას ჯანაღი ძილისა და ჯანმრთელობის  შესახებ;

 დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არაა საშიში და რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

 

 

ევადგინე  თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის .

 

კითხვარი მოსწავლეებისთვის

 

1.რა მოგცათ პროექტმა?

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.მუშაობის  დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. ხართ თუ არა კმაყოფილი ექიმთან შეხვედრით? 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

დაკვირვების ცხრილი

 

 

რას დავაკვირდი

შეფასება

კარგი

საშუალო

სუსტი

 

მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი

 

აღნიშნული საკითხის ცოდნა

 

პროექტის შედეგად შექმნილი რესურსის  შეფასება

 

 

 

 

 რეფლექსია

 

 

დაკვირვების შედეგად  შევნიშნე ,რომ ჩემი მოსწავლეები ზოგჯერ გამოუძინებელი

 მოდიან სკოლაში, რაც აისახება გაკვეთილზე მათ მოტივაციასა და ყურადღების კონცენტრაციაზე. ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილებაIV კლასში ჩამეტარებინა

 პროექტი ,,ძილი დ ჯანმრთელობა“.   მიზნად დავისახე ასევე მშობლის ჩართულობის

 უზრუნველყოფა  სასკოლო ცხოვრებაში და პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის 

გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე.

ექიმთან შეხვედრამდე ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები და განვახორციელეთ ისეთი აქტივობები,რომლებმაც ხელი შეუწყო ბავშვების მოტივაციის ამაღლებას.პროექტი ორი

 კვირა გაგრძელდა. მიმაჩნია,რომ   პროექტის ვადა რეალისტური იყო.

 კლასი დიდი სიხარულით შეხვდა  ექიმს. მე ჩემის მხრივ დავეხმარე მას,რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის. ექიმი ბავშვებს ესაუბრათუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა,რა უნდა გააკეთონ მის შესანარჩუნებლად. აუხსნა ბავშვებს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის შედგენა 

და მისი განხორციელება ,რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი.რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება.

.ექიმს ბავშვები თბილად დაემშვიდობნენ და სთხოვეს,რომ ხშირად მოინახულოს ისინი.მშობელმაც დიდი კმაყოფილება გამოხატა ამ შეხვედრის გამო.

მოვახდინე პროექტის შეჯამება.ბავშვებთან ჩავატარე ზეპირი გამოკითხვა,დავაკვირდი რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია და პროექტი ერთობლივად დაასრულეს მათ მიერ შექმნილი დღის რეჟიმის შედგენითა და წარდგენით.

 პროექტის მიზნებმა მიმიყვანა საბოლოო შედეგამდე.

 1)შედგა მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში 

2)ბავშვებმა უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ჯანსაღი ძილის სარგებლიანობაზე. 3)პატარები ექიმს დაპირდნენ,რომ აუცილებლად შეასრულებდნენ მის რჩევა-დარიგებას. 

 პროექტის განხორციელებისას  ხშირად  ვაძლევდი მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. ეს შეკითხვები შემოიფარგლებოდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით

.პროექტის მსვლელობისას აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს. შევადგინე თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის.

 




 

 

მაია დიასამიძე

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი. ,,პინოქიოს თავგადასავალი"

შემოდგომის ფერები

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა