პროექტი ,, წიგნი-ცოდნის წყარო “

 სასწავლო პროექტის  გეგმა


როექტის  დასახელება:     ,,  წიგნი-ცოდნის წყარო  “
პროექტის ხელმძღვანელი:  მაია დიასამიძე
პროექტში მონაწილეები :  II   კლასის  მოსწავლეები;
ინტეგრირებული პროექტი / საგნები: ქართული ენა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 პროექტის აქტუალობა 
  პატარებში აუცილებელი გახდა წიგნიერების კომპეტენციის საფუძვლის ჩაყრა.   მინდა ბავშვებს შევაყვარო წიგნი, ,,დავამეგობრო“ მასთან.  სკოლის ბიბლიოთეკა, სასიამოვნო სივრცეა  კითხვისათვის . 
ბავშვები, ტექნოლოგიების ეპოქაში, თანამედროვე რეალობის  მსხვერპლნი რომ არ გახდნენ და წიგნს არ დაშორდნენ. აი ამ მიზნით გადავწყვიტე პროექტის დაწყება. წინასწარ ვიცოდი პროექტის სარგებელი.   ჩემი გათვლით, სწავლების პირველივე წლიდან ჩაეყრება საფუძველი მათი იმ უნარის განვითარებას, რომელიც გულისხმობს: კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავებას, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმას. პროექტის დასრულების შემდეგ ეცოდინებათ წიგნის მახასიათებლები, რომლის ცოდნა გაუადვილებს მის გააზრებულ მოხმარებას. გაეცნობიან 
სკოლის ბიბლიოთეკას და ხალისით ითანამშრომლებენ მასთან. 

პროექტის მიზანი:  
  •   ისწავლონ  წიგნთან მუშაობა,  
  • გაიგონ და გაიაზრონ წიგნის მნიშვნელობა,
  •  ისწავლონ სხვებთან ერთად მუშაობა, 
  • ითანამშრომლონ ბიბლიოთეკასთან. 

პროექტის მოკლევადიანი შედეგი - პროექტის მსვლელობისა და დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გაუჩნდებათ დადებითი დამოკიდებულება წიგნების მიმართ, შეიყვარებენ მათ,  გახდებიან სკოლის ბიბლიოთეკის მკითხველები.
პროექტის გრძელვადიანი შედეგი - ამ პროექტის ფარგლებში გადადგმული პირველი ნაბიჯებით მიღებულ ცოდნას, აუცილებლად დააშენებენ მომდევნო წლებში ახალს და გახდებიან ,,წიგნიერების“ კომპეტენციის მატარებელნი. 
   იქცნენ სრულფასოვან და მაღალი შეგნების მოქალაქეებად და დაიმკვიდრონ ადგილი თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისათვის.

საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი:
ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

ქართ. I. 10მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.

ქართ. I. 11მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.



განსახორციელებელი აქტივობები:
1.  საუბარი როგორ იქმნება წიგნი, წიგნის შექმნის ეტაპები;
2. სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში
3.გამოკითხვა: ჩემი საყვარელი წიგნი და საყვარელი პერსონაჟი
4. ბიბლიოთეკარის დახმარებით ასაკისა და ინტერესებზე მორგებილი წიგნის/ ნაწარმოების შერჩევა
5 წაკითხული წიგნის შთაბეჭდილებების გაზიარება

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი. ,,პინოქიოს თავგადასავალი"

შემოდგომის ფერები

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა