სასაუბრო-"ოჯახი" 1 კლ. გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
1 კლასი
საგანი: | ქართული ენა | ||||||||||||||||
კლასი: | I კლასი | ||||||||||||||||
თარიღი: | 12.12 .2020-2021 საწს. წელი | ||||||||||||||||
პედაგოგი: | მაია დიასამიძე | ||||||||||||||||
თემა: | სასაუბრო „ოჯახი“ | ||||||||||||||||
სტანდარტი/ინდიკატორი: | ქართ. I.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატიურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში; ქართ. I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემაზე; ქართ. I.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება; ქართ. I.5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები; ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს; ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება; | ||||||||||||||||
გაკვეთილის მიზანი: | · მოსწავლეებმა გაიმდიდრონ სახლთან დაკავშირებული სიტყვების მარაგი და შექმნან სახლების კონსტრუქცია; · კრიტიკული ანალიზისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; · ოჯახური ურთიერთობების გაცნობა; · ოჯახის ყველა წევრის როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობა; · ისტ-ის ტექნიკის ჩრთვა-გამოყენება სასწავლო პროცესში; | ||||||||||||||||
აქტივობები: | აქტივობა 1. /გამოწვევა/: პროვოცირება: - რა იციან ოჯახის შესახებ; -რა არის ოჯახი; მოსწავლეებს ვუჩვენებ ბუკის მონიტორზე ფოტოებს, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ოჯახებია გამოსახული, მაგ:აფრიკა, ინდოეთი, ამერიკა, საქართველო... ვუსვამ სააზროვნო კითხვებს: - როგორ ფიქრობთ ვინ არიან გამოსახული ამ სურათებზე? - რა არის ეს ხალხი ერთმანეთის? - რა საერთო სახელი შეიძლება ვუწოდოთ მათ? აქტივობა 2. ასოციაციური რუკა „ოჯახი“, სადაც ხატია სახლი სხივებით, მოსწავლეები ახასიათებენ და ასახელებენ სიტყვებს, რომელიც დამახასიათებელია ოჯახისთვის; აქტივობა 3. (რამდენიმე დღით ადრე მოსწავლეებს ვთხოვ მოიტანონ ფოტოსურათები ოჯახური ალბომებიდან, სადაც ოჯახის წევრები და ოჯახური დღესასწაულია ასახული); -მოსწავლეები ისაუბრებენ თავიანთი ოჯახის შესახებ: მშობლები, ბებია, ბაბუა, და , ძმა; ოჯახურ ტრადიციებზე; ოჯახის უფროს და უმცროს წევრზე, როგორ ეპყრობიან, ექცევიან ერთმანეთს; ოჯახის დღის რეჟიმზე; სიურპრიზად დავახვედრებ ისტ-ის გამოყენებით დამზადებულ პრეზენტაციებს ოჯახური ალბომებიდან, რომლის პრეზენტატორები იქნებიან თავად თვითონ. სადისკუსიო კითხვა: -როგორ ეპყრობით მოხუცებს ოჯახში, მათ რომ იგრძნონ თქვენი სიყვარული? როგორ გეპყრობიან ყველაზე პატარას ოჯახში, როგორ გრძნობ ოჯახის წევრების სითბოსა და სიყვარულს? მასწავლებელს საუბარი მიმყავს იქითკენ; რომ ოჯახი ერთადერთია, სადაც მუდამ გველიან, გვღებულობენ და ვუყვარვართ ისეთები როგორებიც ვართ. მაგალითისთვის მოვიყვან ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს: „საით მივდივართ და მუდამ შინისკენ“ ნოვალისი , „სხვა ყველაფერი შიძლება შეიცვალოს , მაგრამ ოჯახით ვიწყებთ და ოჯახით ვამთავრებთ“ ანტონიო ბრენდელი; ფიზკულტურული წუთშესვენება (მხიარული ლექსისი ფონზე); აქტივობა 4. „როლური თამაში“ - განასახიერებენ ოჯახის სხვადასხვა წევრებს, მოცემული თემის მიხედვით სცენებს და სცენარის დასრულების შერმდეგ ჩავატარებთ მცირე რეფლექსიას: - რას განიცდიდით როგორც დედა? მამა? ბაბუა? ბებია? - -ყველაზე მეტად რომელი როლის შესრულება იყო სახალისო ? რატომ? აქტივობა 5. ისტ-ის გამოყენებით „გენეალოგიური ხის“ დამზადება: აქტივობა 6. ზეპირი სავარჯიშო მარცვლებზე, დავმარცვლოთ სიტყვები და დავითვალოთ მარცვლები:
აქტივობა 7. ცნობილ მწერალთა ნაწარმოებებიდან პატარ-პატარა ნაწყვეტების გაცნობა, სადაც საუბარია დედაზე (ლექსები), მამაზე, ბებიაზე, პაპაზე... მაგ: ნ.დუმბაზე „გამოცანა“, გ.ლეონიძეც „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო“... აქტივობა 8. საშინაო დავალება : დამიხატეთ თქვენი ოჯახი; | ||||||||||||||||
დროის მენეჯმენტი | აქტივობა 1. (გამოწვევა) 5 წთ აქტივობა 2. (გონებრივი იერიში) 5 წთ აქტივობა 3. საუბარი „ჩემი ოჯახი“ 5 წთ წუთშესვენება 1 წთ აქტივობა 4. როლური თამაში 5 წთ აქტივობა 5. ისტ-ი „გენეალოგიის ხე“ 4 წთ აქტივობა 6. მარცვლები 2 წთ აქტივობა 7. გამონათქვამები 5 წთ აქტივომა 8. საშინაო დავალება | ||||||||||||||||
შეფასების სტრატეგიები | დაკვირვება, ჩანაწერები, კომენტარი | ||||||||||||||||
რესურსები | ტექნიკა და ინსტრუმენტები: სასკოლო ბუკი, ინტერნეტრი, სასწავლო და მეთოდური ლიტერატურა. | ||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგები: | - ეცოდინებათ ოჯახის წევრების მოვალეობებისა და პატივისცემის შსახებ; - ბუკების დანიშნულება და მათზე გამოყენება; - მოსწავლეები შმოქმედებითად და კრეატიულად გამოიყენებენ ისტ-ის და მიღებულ ცოდნას; - დაამზადებენ სამახსოვრო ნახატს თემაზე“ჩემი ოჯახი“ და დაამზადებენ „გენეალოგიის ხეს“ | ||||||||||||||||
შენიშვნა |
Комментарии
Отправить комментарий