სოციალური პროექტი: „პირადი ჰიგიენა-ჯანმრთელობის საწინდარი“

 

სოციალური პროექტი: „პირადი ჰიგიენა-ჯანმრთელობის საწინდარი“

პროექტის ხელმძღვანელი: მაია დიასამიძე

სკოლა: ახოს 1 საჯარო

კლასი: მეოთხე

პროექტში ჩართული მოსწავლეთა რაოდენობა:  8

პროექტის აქტუალურობა:  მესამე  კლასში ბავშვებს სჭირდებათ  ჰიგიენის წესების შეხსენება. ვერ იცავენ პირადი ჰიგიენის წესებს- ხელის დაბანა ჭამამდე და ჭამის შემდეგ, ხელის დაბანა საპირფარეშოდან გამოსვლისას, საკუთარი სხეულის მოვლა და ა. შ. გადავწყვიტე ჩვენი უბნის ექიმთან შემეხვედრებინა ისინი.

პროექტის ხანგრძლივობა: ორი კვირა

მიზანი: მოსწავლეებისათვის საჭირო ინფორმაციისა და რჩევების მიცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;

კავშირი ესგ-სთან: მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა;

ამოცანები და განხორციელების გზები

შემსრულებელი

დრო

1.

მოვაწყობ გამოკითხვას -„პირადი ჰიგიენა“ , რა იციან ჰიგიენის შესახებ: რას ნიშნავს ჰიგიენა? როდიდან უნდა ისწავლოს ადამიანმა ჰიგიენის წესების დაცვა? დღეში რამდენჯერ უნდა გაიხეხოს კბილები ადამიანმა? რომელი ადამიანები არიან უფრო ხალისიანები და ენერგიულები? რას იყენებენ ადამიანები სხეულის მოსავლელად? როდის/რა შემთხვევაში  იბანთ ხელებს?

მ. დიასამიძე

30.09.2019

2.

შევხვდები უბნის ექიმს ქალბატონ მაია ბერიძეს. შევთანხმდებით შეხვედრის დროსა და ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიებზე.

მ. დიასამიძე

04.10

3.

შევხვდებით უბნის ექიმს. საუბარი- პირადი ჰიგიენის  წესების შესახებ.

სლაიდ-შოუს ჩვენება

მ. დიასამიძე

მ. ბერიძე

10.10

4.

პროექტის შეჯამება.  სლაიდ-შოუს ჩვენება, გამოკითხვა. პირადი ჰიგიენის წესების  წესის ჩამოყალიბება.

მ. დიასამიძე

14.10

 

ექიმთან შეხვედრის გეგმა:

·         საუბარი პირად ჰიგიენაზე;

·         მიკრობები და ბაქტერიები


    
რა შედეგები მოსდევს პირადი ჰიგიენის არ დაცვას?

შედეგი:

სასარგებლო ინფორმაციის მიღება პირადი ჰიგიენის შესახებ;

ექიმთან ვიზიტის აუცილებლობა;

                       







რეფლექსია

 

 ჩემი მოსწავლეების ქცევებზე დაკვირვებით, შევნიშნე, რომ ხშირად არ ასრულებენ პირადი ჰიგიენის ნორმებს და თუ ასრულებენ დარღვევებით. ავიწყდებათ ხელების დაბანა, კბილების გახეხვა, სხეულის მოვლა.   გადავწყვიტე მათი ვიზიტი ექიმან, რომელიც უფრო დამაჯერებლად აუხსნის პირადი ჰიგიენის დარვევისას რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნას ადამიანს. ჩვენი უბნის ექიმი საკმაოდ გამოცდილი და კარგი პიროვნებაა. მან მარტივად შეძლო ბავშვებთან ურთიერთობა. მათთვის გასაგებად აუხსნა, თუ რა დიდი როლი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში პირადი ჰიგიენის წესების დაცვას. მისცა სასარგებლო რჩევები, რომელთა გათვალისწინებით შეძლებენ  სხვადასხვა დაავადებისაგან თავის დაცვას.  აუხსნა ისეთი აუცილებელი მომენტები, როცა ხელების დაბანა უბრალოდ გარდაუვალია. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ხელების დაბანა ინფექციური დაავადებებისაგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.  ასევე აუხსნა რა არის ბაქტერიები და ვირუსები. ბავშვებმა მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და ამომწურავი და საინტერესო პასუხები მოისმინეს.დარწმუნდნენ, რომ პირადი ჰიგიენის დაცვა აუცილებელი პირობაა ჯანმრთელობისათვის. პროექტის შემაჯმებელ დღეს მოსწავლეებს  ვუჩვენე სლაიდ შოუ, ჩავატარე გამოკითხბვა და ჩამოვაყალიბეთ ძირითადი პირადი ჰიგიენის დაცვის წესები.

                                                                                          მ. დიასამიძე

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი. ,,პინოქიოს თავგადასავალი"

შემოდგომის ფერები

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა