პროექტი. ,,პინოქიოს თავგადასავალი"
II კლასი. პროექტი: ,,პინოქიოს თავგადასავალი" სასწავლო პროექტი: "პინოქიოს თავგადასავალი" პროექტის სახელწოდება: კარლო კოლოდი ლიტერატურული ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“. პროექტის მთავარი იდეა : ბავშვებმა მოიძიონ ინფორმაცია: ა) ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის - შესახებ; ბ) კარლო კოლოდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ; გ) წაიკითხონ ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“. პროექტის აქტუალობა: წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება. პროექტის მიზნები: წარმოდგენა შეექმნათ ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის _ წარმოშობისა და გავრცელების შესახებ; განასხვავონ ხალხური და ლიტერატურული ზღაპარი; გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ზღაპრის პერსონაჟების შესახებ. მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი (II კლასი). ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე (იანვარი - თებერვალი). მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს უღვივდებათ ინტერესი ზღაპრისადმი; ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას ზღაპრის წარმოშობის შესახებ; ეცნობიან კარლო კოლოდის ბიოგრაფიას. მოძიებულ...